ფეხბურთი

22:42 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიამ "სპარტაკთან" დიდებულად ითამაშა (+VIDEO)
"სპარტაკი" - "კრილია სოვეტოვი" 1:0

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა გიორგი ლორიამ. მიუხედავად იმისა, რომ მისი "კრილია სოვეტოვი" მოსკოვში, "სპარტაკთან" 0:1 დამარცხდა, გიორგიზე აუგის თქმა შეუძლებელია. ლორიამ მთლიანობაში 11 სეივი შეასრულა და აქედან რამდენიმე ისეთი რთულად ასაღები ბურთი გახლდათ, თქვენგან მოწონებული - მოკლედ, ლორიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის მეკარეა.

უბრალოდ ერთი ეგაა, 70-ე წუთზე ახლო მანძილიდან ანდრეი ეშჩენკოს თავურზე რეაგირება ვეღარ მოახდინა. თუმცა, ეს მის გარჯას არ აკნინებს. გიორგი რაღა თქმა უნდა, შეუცვლელად გაისარჯა. "სპარტაკის" რიგებში სამწუხაროდ ტრავმის გამო ჯანო ანანიძეს არ უთამაშია. ორი ტურის შემდეგ "სახალხო გუნდი" 6 ქულით "კრასნდორთან" ერთად თანალიდერია, ხოლო ლორიას "კრილია" უქულოდ ბოლო ორ პოზიციას იყოფს "გაზოვნიკთან" ერთად. აქვე, აღნიშნული მატჩის ჰაილაითებისა და შესაბამისად, გიორგი ლორიას ჩინებული თამაშის ნახვა ვიდეოში შეგიძლიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114255