ძიუდო

21:22 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ქართველი ძიუდოსტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს. ლაშას, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონია, ოღონდ, 66 ჯგ-ში, ოქროსკენ გზა იაპონელმა შოჰეინ ონომ გადაუღობა. აზიელმა მეოთხედფინალში ვაზარით იმარჯვა.

მანამდე შავდათუაშვილმა კუბელ მაგდიელ ესტრადას და შრი ლანკელ ჩამარა რეპიალაჯეს წმინდად აჯობა.

რეპეშაჟში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე რუსი დენის იარცევი იქნება, რომელმაც მეოთხედფინალი ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტთან დათმო.

თუკი ლაშამ მას სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვსა და ებრაელ საგი მუკის შორის დამარცხებულს გაეჯიბრება.

გადამწვეტი შერკინებები სტარტს თბილისის დროით 22:30 საათზე აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115382