ფეხბურთი

22:45 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის ხელმძღვანელები ჩოხატაურს ესტუმრნენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ჩოხატაურს ესტუმრნენ და იქაური ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სტუმრებს ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ უმასპინძლა.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები მეორე ლიგის მონაწილე “ბახმაროს” წარმომადგენლებსაც ესაუბრნენ და რაიონის სპორტსკოლის პრობლემებსაც გაეცნენ. ჩოხატაურის გამგებელმა სტადიონის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სპორტული ტურიზმის განვითარების გეგმაზეც ისაუბრა.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1205