ფეხბურთი

14:35 | 6.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ლორენტე პრემიერლიგაში ითამაშებს

ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე კარიერას უელსურ “სუონსი სიტიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს. 31 წლის შემტევმა “სუონსისთან” 2-წლიანი კონტრატს მოაწერა ხელი.

ლორენტემ გასული სეზონი ესპანურ “სევილიაში” გაატარა, თუმცა თავი მაინცდამაინც ვერ გამოიჩინა და ლა ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე იგი ტურინის “იუვენტუსში” ირჯებოდა, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი ბილბაოს “ატლეტიკში” აქვს გატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112873