სხვა

0:23 | 6.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პელე ცეცხლს ვერ აანთებსო

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ცეცხლის ანთების პატივი უნდა რგებოდა, საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ მიიღებს.

ამის შესახებ განცხადება თავად პელემ გააკეთა: “სამწუხაროდ, ცეცხლის ანთების ცერემონიალზე ვერ მიხილავთ. იმ ფიზიკურ კონდიციაში არ ვარ, რომ ეს გავაკეთო”.

როგორც ბრაზილიური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, პელე მხოლოდ ყავარჯნით ახერხებს გადაადგილებას მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში მტკივან ბარძაყზე ოპერაცია გაუკეთეს.

შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი სულ მცირე ხანში, თბილისის დროით 02:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142026