ფეხბურთი

20:43 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფას წლის ფეხბურთელთა სია მესის გარეშე დარჩა და სამამდე შემცირდა

გარეტ ბეილი, ანტუან გრიზმანი და კრიშტიანუ რონალდუ – სწორედ ამ სამიდან ერთი გახდება უეფას რჩეული და შესაბამისად ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი 2015-2016 წლების სეზონის მიხედვით. აქამდე უეფა საუკეთესოს 10 ფეხბურთელიდან არჩევდა, თუმცა დღეს აღნიშნული ნუსხა სამ ფეხბურთელამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რო საუკეთესო სამეულს მიღმაა ლიონელ მესი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე პოზიციას დასჯერდა.

ბეილის, რონალდუსა და გრიზმანის ხმათა რაოდენობა ბუნებრივია ჯერ ცნობილი არაა, სამაგიეროდ უკვე გაცხადდა ათეულში დარჩენილ სხვა ფეხბურთელთა ხმების რაოდენობა და იგი ასეთნაირია:

4. ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ურუგვაი) – 29 ქულა

5. ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა) – 25

6. ჯანლუიჯი ბუფონი – (“იუვენტუსი”, იტალია) – 19

7. პეპე (“რეალი”, პორტუგალია) – 9

8. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია) – 6

9. ტონი კროოსი (“რეალი”, გერმანია) – 5

10. ტომას მიულერი (“ბაიერნი”, გერმანია) – 2

უეფას წლის ფეხბურთელის ვინაობა კი ცნობილი 25 აგვისტოს გახდება. შეგახსენებთ, აქამდე აღნშნული ჯილდო მესის ორჯერ (2011 და 2015 წლებში), ანდრეს ინიესტას (2012), ფრანკ რიბერისა (2013) და კრიშტიანუ რონალდუს (2015) მოუპოვებიათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091796