ფეხბურთი

20:08 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"პაოკის" თავკაცი: "დინამო" ყველაზე სასურველი მეტოქეა"

ევროპა ლიგის პლეი-ოფში თბილისის “დინამოს” მეტოქის, სალონიკის “პაოკის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ივიჩმა წილისყრით კმაყოფილება გამოთქვა. როგორც 39 წლის სპეციალისტმა ბერძნული გუნდის ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა, ისინი მომავალ მეტოქეს პატივს სცემენ, მაგრამ სავარაუდო მეტოქეთაგან ყველაზე სასურველი იყოო.

“ვიფქრობ, ჩვენთვის კარგი წილისყრა გამოდგა. ჩემი აზრით, დანარჩენი სავარაუდო მეტოქეები უფრო ძლიერები იყვნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიზანს მივაღწიოთ და ევროპა ლიგის ჯგუფში მოვხვდეთ.

“დინამო” თავისი ქვეყნის ჩემპიონია და მას პატივს ვცემთ, როგორც ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. ჩვენ მზად ვართ ორი კარგი მატჩის ჩასატარებლად, რაც “პაოკისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ივიჩმა.

შეგახსენებთ, “დინამო” “პაოკს” 18 აგვისტოს “დინამო არენაზე” უმასპინძლებს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ საპასუხო თამაში სალონიკში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117257