ფეხბურთი

19:46 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

იურაი იარაბეკი:"ევროპა ლიგის ჯგუფში ასპარეზობა გვსურს"

დღეს ნიონში უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფში თბილისის “დინამოს” მეტოქე გაირკვა. ქართული გუნდი ორმატჩიან დუელში ბერძნულ პაოკს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა თბილისში 18 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი სალონიკში 25 აგვისტოს შედგება. წილისყრის შემდეგ, კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი “დინამოს” სლოვაკმა თავკაცმა იურაი იარაბეკმა გააკეთა.

“კარგად ვიცნობ პაოკს. საკმაოდ ძლიერი გუნდია. როდესაც ტრნავას “სპარტაკის” მწვრთნელი გახლდით, მომიწია მათთან პაექრობა და ორივე მატჩი დავთმეთ. მას შემდეგ პაოკმა რამენიმე ძლიერი მოთამაშე გაყიდა, თუმცა ნამატიც საკმაოდ სერიოზული აქვთ, რაც მათი მიზნებიდან არის გამომდინარე. პაოკი ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და ევროპა ლიგის ჯგუფში ასპარეზობა გვსურს” - ციტირებს იარაბეკის სიტყვებს "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112414