სხვა

17:52 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დროებითი ევაკუაცია ქართველების კორპუსში

ოლიმპიურ სოფელში, საქართველოს დელეგაციის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ სამაშველო და სახანძრო ჯგუფები იყო მობილიზებული. შენობაში, რომელშიც ქართველთა გარდა ჩეხები, სლოვაკები, ალბანელები, კოსოვოელები და ლტოლვილთა გაერთიანებული ოლიმპიური გუნდი ცხოვრობენ, მე-12 სართულზე წყლის მილი გასკდა, ჩაირთო სიგნალიზაცია, რამაც კორპუსში პანიკა გამოიწვია.

გაითიშა ლიფტები და გადაიკეტა წყალი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლიფტები შეგნებულად გათიშეს, ზედმეტი რისკისგან თავის ასარიდებლად.

ოლიმპიურ სოფელში მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში ქართული დელეგაციის წევრებმაც ატვირთეს.

ბოლო ინფორმაციით, ლიფტები უკვე ჩართულია და წყლის მიწოდებაც აღდგენილია.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

თეგებირიო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112578