ფეხბურთი

13:50 | 4.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “სუპერთასის მატჩისთვის მზად ვართ”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ამერიკული ტურნეთი კმაყოფილია. ფრანგმა სპეციალისტმა “ბაიერნთან” მოგებული თამაშის (1:0) შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდი უეფას სუპერთასის მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდება.

“ტურნე აშშ-ში კარგად წარიმართა. გუნდი უეფას სუპერთასის მატჩისთვის მზადაა და ველით სამშაბათს. ეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება ახალ სეზონში. ის ფეხბურთელები, რომლებმაც წინასასეზონო მზადებაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, მადრიდში შემოგვიერთდებიან და მათ მდგომარეობას შევაფასებთ. აშშ-ში კარგად ვიმუშავეთ, ასევე უნდა გავაგრძელოთ, რადგან წინ გრძელი და მომქანცველი სეზონი გველის” - განაცხადა ზიდანმა, რომლის გუნდიც უეფას სუპერთასისთვის ევროპის ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებულ “სევილიას” 9 აგვისტოს, ნორვეგიაში დაუპირისპირდება.

0.102982