ფეხბურთი

21:40 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები: საქართველო-ხორვატია ზესტაფონში

უეფას საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილია, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის 6 სექტემბრის მატჩს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავს. ამ დღეს გია გეგუჩაძის გუნდი ხორვატიას უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა "დავით აბაშიძეზე" ადრეც ითამაშა, როცა ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინელი თანატოლები მიიღო და ფრეს, 3:3 დასჯერდა. რამდენიმე წლის წინ კი ქართველმა ახალგაზრდებმა ზესტაფონში ჯერ მალტელი თანატოლები დაამარცხეს ანგარიშით 2:1, შემდეგ კი თურქეთის 21-წლამდელთა ნაკრები გაანადგურეს – 4:0.

ეს შესარჩევის ბოლო შეხვედრა იქნება საქართველოსთვის. მანამდე, 1 სექტემბერს გეგუჩაძის გაწვრთნილები ესტონეთს ეთამაშებიან ტალინში. საქართველოს 8 მატჩში 9 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117579