ჭადრაკი

15:44 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიდე-ს ახალი რეიტინგები

ფიდე-ს მიერ განახლებულ აგვისტოს რეიტინგში ქალთა შორის დამაჯერებლად ლიდერობს ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (2658), საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2529) კი მე-10 ადგილამდე დაქვეითდა.

სრულად ათეული ასე გამოიყურება: ჰოუ იფანი, ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2580), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2575), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2544), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2542), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2539), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2538), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2536), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2530), ძაგნიძე.

ქართველ მოჭადრაკეთაგან ასეულში ასევე მოხვდნენ: 15. ლელა ჯავახიშვილი (2486), 23. ნინო ბაციაშვილი (2474), 27. ბელა ხოტენაშვილი (2463), 49. სალომე მელია (2419), 64. ნინო ხურციძე (2398), 88. მერი არაბიძე (2374), 93. სოფიკო გურამიშვილი (2371) და 97. სოფიკო ხუხაშვილი (2368).

ვაჟებში პირველი მოჭადრაკე ისევ ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენია (2857). მას კვალში მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2819), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2808), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2807), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2792), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2791), უესლი სო (აშშ, 2771), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2770), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2769) და სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2769) უდგანან.

ქართველი ბაადურ ჯობავა (2669) მხოლოდ 74-ე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114563