ფეხბურთი

1:13 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილი: "ფეხბურთი ემოციური სპორტია, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა"

„დინამო“ თბილისი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა და ახლა ევროპა ლიგის პლეი-ოფში მოუწევს თამაში. ზაგრების „დინამოსთან“ თამაშის მერე, საქართველოს ჩემპიონის კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, რთული გახლდათ სწრაფი გაშვებული გოლის შემდეგ გონს მოსვლა. ამასთან, თამაშის მერე „დინამოს“ ფანებთან მომხდარი ეპიზოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

„ძალიან ძნელია, როცა სწრაფად გაუშვებ და მერე ოთხი გოლი გაქვს გასატანი. მიუხედავად ცუდი ამინდისა, გულშემატკივარი ბოლომდე დარჩა სტადიონზე და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მათ. ფანებთან დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ რაღაც შელაპარაკება იყო. ფეხბურთი ემოციური სპორტია და გასაგებია, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

ძნელია ევროპა ლიგის მომდევნო მეტოქეზე ახლა რამის თქმა. ვფიქრობ, ფიზიკურად პრობლემა არ უნდა გვქონდეს. ვეცდებით, რომ ჯგუფში მოვხვდეთ. დაპირებით კი ვერაფერს დაგპირდებით, რადგან პოლიტიკოსი არ ვარ“, - განაცხადა მატჩის შემდეგ ამისულაშვილმა.

სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის სოფო ერქვანია

0.120208