სხვა

1:10 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აღიმართა

2 აგვისტოს რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ტრადიციული ცერემონია გაიმართა. ვიდრე ოფიციალური ნაწილი დაიწყებოდა, ადგილობრივმა ხალხური ცეკვის ანსამბლმა უძველესი ბრაზილიური ცეკვა შეასრულა.

ოლიმპიელებს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ოლიმპიური სოფლის მერმა, კალათბურთში ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორმა ჯანეტ არკაინმა. როგორც მერმა აღნიშნა, ბრაზილიისთვის დიდი პატივია უმასპინძლოს მსოფლიოს 207 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას.

მან იმედი გამოთქვა რომ XXXI ოლიმპიური თამაშები ჩაივლის მეგობრობის, სოლიდარობის, პატიოსანი სპორტული ბრძოლის ატმოსფეროში. შემდეგ ტრიბუნასთან უხმო საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელს, სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს. აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა. მერმა და მისიის ხელმძღვანელმა გაცვალეს საჩუქრები, ბოლოს კი ელგუჯა ბერიშვილმა სპეციალურ დაფაზე მოაწერა ხელი.

ცერემონიას, გარდა ჩვენი ოლიმპიელებისა, ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი – საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ბრაზილიის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საელჩოს თანამშრომლები, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

www.geonoc.org.ge

0.122248