ფეხბურთი

12:24 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “ჯანოს დროა”

რუსული სპორტული მედია გამოცემები ჯანო ანანიძის თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავენ და მის შესახებ აზრს ხან ვის დაეკითხნენ, ხანაც – ვის. ავტორიტეტულმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელ და ამჟამად ათენის “აეკში” მომუშავე თემურ ქეცბაიასთან ინტერვიუ სწორედ ჯანოს თემით დაიწყო. გარდა ამისა, ქეცბაიამ კომენტარი “სახალხო გუნდში” სოლომონ კვირკველიას შესაძლო გადასვლაზეც გააკეთა.

“მოვიდა დრო, რომ მან დაამკტიცოს – მისი დროა! ჩემი აზრით, ამას ყველა ელოდა. მასთან მიმუშავია. ძალიან კარგი ბიჭია, შესანიშნავი ხასიათით და მას უყვარს ფეხბურთი. მოხარული ვარ, რომ ათამაშდა. იმედია მაქვს, მწვრთნელი ბოლომდე ენდობა და წარმატებული სეზონი ექნება.

ოპტიმალური პოზიცია? – როგორც წესი შეუძლია მარცხენა ან მარჯვენა გარემარბად თამაში. თუმცა, ვფიქრობ, მისი ადგილი 10 ნომერია. ანუ, თავდამსხმელის უკან. იგი დაცვითი ფუნქციებიდან სრულად უნდა გაათავისუფლო, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ეს თითქმის წარმოუდგენელია, რომ ფეხბურთელი დაცვას არ დაეხმაროს. მაგრამ, ჯანო შეტევაში ბევრად უკეთესია.

სოლომონ კვირკველია? – “სპარტაკის” ინტერესის შესახებ აქამდე არ მსმენია. კვირკველია ყაზანში ძალიან დამაჯერებელი გახლდათ და თუ “სპარტაკში” წავა, გუნდსაც გააძლიერებს და თვითონაც უფრო გაიზრდება”, - უთხრა ქეცბაიამ რუსულ გამოცემას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113203