ფეხბურთი

17:40 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კავანიში „ინტერიც“ 50 მილიონს იხდის

ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს თავდამსხმელის, ედინსონ კავანის შეძენის სურვილი, ლონდონის „ჩელსის“ შემდეგ, მილანის „ინტერმაც“ გამოთქვა და მზადაა იმდენივე გადაიხადოს, რამდენსაც „არისტოკრატები“ გამოდიან.

29 წლის ფეხბურთელი უკვე 3 წელიწადია პარიზელთა ღირსებას იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე აკავშირებს. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ინტერისა“ და პსჟ-ს შორის გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც ფრანგებმა 3:1 მოიგეს, „ნერაძურას“ ხელმძღვანელობამ პარიზელებს კავანის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო შესთავაზა.

არსებობს ვარაუდი, რომ პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა პატრიკ კლიუვერტმა ეს შეთავაზება უარყო, თუმცა ამ ფაქტმა გააჩინა სხვა მოსაზრება. რადგან მილანელები ფორვარდის შეძენას გეგმავენ, არაა გამორიცხული მათ 23 წლის თავდამსხმელი მაურო იკარდი გაასხვისონ, რომლის მიმართაც ინტერესს „ნაპოლი“ იჩენს.

გასულ სეზონში კავანიმ ყველა ტურნირში ერთად 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 25 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112109