ფეხბურთი

12:41 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბლაშიკოვსკი კარიერას „ვოლფსბურგში“ გააგრძელებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი იაკუბ ბლაშიკოვსკი კარიერას „ვოლფსბურგში“ გააგრძელებს. ამის შესახებ Kicker-ი იტყობინება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ფეხბურთელი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, დორტმუნდელებმა ტრანსფერზე დააყენეს.

ბოლო წლებში ბლაშიკოვსკის ტრავმები რეგულარულად აწუხებდა. გასული სეზონი მან განათხოვრების წესით „ფიორენტინაში“ გაატარა, მაგრამ სერია A-ს მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 2 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ განვლილ ევროპის ჩემპიონატზე პოლონელმა კარგი თამაში აჩვენა, დორტმუნდელებმა მისი გასხვისება გადაწყვიტეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125876