ძიუდო

22:34 | 31.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ ოქროებს უზბეკები გადაეფარნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბერლინური ევროპის თასი ოთხი მედლით ჩაამთავრა. თორნიკე ნაგლიაშვილის (66 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს დღეს გიორგი კაციაშვილმა (81 კგ) და ონისე სანებლიძემ (90 კგ) ვერცხლები შემატეს, ხოლო კობა მჭედლიშვილმა (81 კგ) – ბრინჯაო.

ქართული ძიუდოს ქომაგებში განსაკუთრებით დიდ ინტერესს 81 კილოგრამი წონითი კატეგორია იწვევდა, რომელშიც სატურნირო ბადეში ოთხი ქართველი გადანაწილდა. მათ შორის ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი, ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ახალგაზრდებში თამაზ კირაკოზაშვილი და ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი კაციაშვილი. დიდი ალბათობით, ამ წონის კონკურენცია საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდებოდა, რომ არა ერთი ძიუდოისტი – უზბეკი დავლატ ბობონოვი.

სწორედ ბობონოვმა ჩაუკეტა ოქროს მედლისკენ მიმავალი გზა სამივე ჩვენებურს. კირაკოზაშვილს მეოთხედფინალში, მჭედლიშვილს – ნახევარფინალში, ხოლო კაციაშვილს – ფინალში.

თამაზ კირაკოზაშვილმა რეპეშაჟში გადართვამდე გერმანელი ფრედერიკ შრიბერის, ფრანგი კრისტ გენგულისა და რუსეთის ნაკრების წევრ რუსლან გოდიზოვის იპონ-იპონ ძლევა მოასწრო. ბრინჯაოსკენ გზაზე გერმანელ ელიას ფრანკსა და იტალიელ კრისტიან პარლატის აჯობა, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში პორტუგალიელ ჟოაო მარტინოსთან ვაზარით წააგო და მე-5 ადგილს დასჯერდა.

მჭედლიშვილმა ძირითად ბადეში ლატვიელი დავის დუდა, გერმანელი ჰენრიკ შრიბერი და იტალიელი პარლატი ჩამოიშორა. ბობონოვთან იუკოთი მარცხის შემდეგ კი რეპეშაჟის ფინალში გერმანელ ტიმ გრამკოვს წუთსა და 16 წამში მოუმთავრა საქმე.

კაციაშვილმა ფინალის გზაზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე სუფთად მოიგო: გერმანელ ტიმო კაველიუსთან, რუსეთის ნაკრების წევრ ტურპალ ტეპკაევთან, ჰოლანდიელ იესპერ სმინკთან და პორტუგალიელ ჟოაო მარტინოსთან. ოქროს ბრძოლაში კი იპონით დამარცხდა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ გიორგი ქურდიანმაც იჭიდავა, მაგრამ ტურნირს მეორე წრიდან გამოეთიშა.

ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატების (ჭაბუკებში) ბრინჯაოს პრიზიორს – 17 წლის ონისე სანებლიძეს გერმანულ ტატამზე თავისზე გაცილებით უფროს მეტოქეებთან მოუხდა დაჭიდება, მაგრამ არათუ დაიჩაგრა, დილის პროგრამა ასპროცენტიანი შედეგით ჩაიჭიდავა. ლიტველ ანტანას კმიელიუსკასს, გერმანელ ვალენტინ კიეშესა და პორტუგალიელ ხაიმე სანტოსს იპონებით სძლია. ნახევარფინალში კი ესტონელ მატიას კუუსიკს იუკოთი აჯობა.

ერთი მოგებაც და სანებლიძე ევროპის თასის ჩემპიონი ხდებოდა, მაგრამ, კაციაშვილის მსგავსად, გადამწყვეტ მომენტში წინ მასაც უზბეკი მეტოქე გადაეღობა – ჭაბუკებს შორის აზიის 2014 წლის ჩემპიონ მუხამადკარიმ ხურამოვთან უილეთო შეხვედრაში ოქროს მედლის ბედი ორმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, ხურამოვის სასარგებლოდ.

დღესვე, საქართველოს დროშის ქვეშ დავით ოზბეთელაშვილმა (100 კგ), გურამ ქოსმენაშვილმა (+100 კგ) და ელისო სისაურმაც (70 კგ) იჭიდავეს, მაგრამ მედლებისთვის ბრძოლა დილის პროგრამაში დაასრულეს.

ევროპის თასზე მონაწილეობა 38 ქვეყნის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიიღო.

ძიუდო

ევროპის თასი

ახალგაზრდები

ბერლინი

30-31 ივლისი

ვაჟები

55 კგ

1 მაქსიმ მერლინი (საფრანგეთი)

2 კარამატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

3 ნარიმან აჰმადოვი (აზერბაიჯანი)

3 ნატიგ გურბანლი (აზერბაიჯანი)

60 კგ

1 რომარიკ ვენდ-იამ ბუდა (საფრანგეთი)

2 ჟოლან ფლორიმონტი (საფრანგეთი)

3 დანიელ ბენ დავიდი (ისრაელი)

3 უღურჩან ზეჰირი (თურქეთი)

66 კგ

1 ჯოვანი ესპოზიტო (იტალია)

2 ნილს სტამპი (შვეიცარია)

3 თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო)

3 ბილალ ჩილოღლუ (თურქეთი)

73 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2 ალექსანდრ კოლესნიკი (რუსეთი)

3 შამილ ჯავბატიროვი (გერმანია)

3 მუსო სობიროვი (უზბეკეთი)

81 კგ

1 დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი)

2 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)

3 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)

3 ჟოაო მარტინო (პორტუგალია)

5 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)

90 კგ

1 მუხამადკარიმ ხურამოვი (უზბეკეთი)

2 ონისე სანებლიძე (საქართველო)

3 რომან დონცოვი (რუსეთი)

3 მატიას კუუსიკი (ესტონეთი)

100 კგ

1 არმან ადამიანი (რუსეთი)

2 ასლან ჯიოევი (რუსეთი)

3 სიმეონ კატარინა (ჰოლანდია)

3 ბეკმუროდ ოლტიბოევი (უზბეკეთი)

7 დავით ოზბეთელაშვილი (საქართველო)

+100 კგ

1 რუსლან შახბაზოვი (რუსეთი)

2 ზარკო კულუმი (სერბეთი)

3 მასიე კატანგა (საფრანგეთი)

3 რენატ ნაზმიტდინოვი (უზბეკეთი)

გოგონები

44 კგ

1 ელისა ადრასტი (იტალია)

2 ვლადლენა ზერშიკოვა (რუსეთი)

3 სიტორა ბოიმატოვა (რუსეთი)

3 ლუის პეტიტი (ბელგია)

48 კგ

1 დარია პიჩკალევა (რუსეთი)

2 რეკა პუპი (უნგრეთი)

3 გულკადერ სენტურკი (თურქეთი)

3 მარია სიდეროტი (ბელარუსი)

52 კგ

1 ასტრიდ ნეტო (საფრანგეთი)

2 კორალინ მარკუს ტაბელიონი (საფრანგეთი)

3 მირიამ ბლავიერი (ბელგია)

3 მარიანა ესტევესი (პორტუგალია)

57 კგ

1 ანა დაბროვსკა (პოლონეთი)

2 სტეფანია ადელინა დობრე (რუმინეთი)

3 იულია კოვალჩიკი (პოლონეთი)

3 ლარისა კრაველი (ჰოლანდია)

7 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)

63 კგ

1 ლარა რეიმანი (გერმანია)

2 კლემენს ემე (საფრანგეთი)

3 ჰილდე იაგერი (ჰოლანდია)

3 სანე ვერმეერი (ჰოლანდია)

70 კგ

1 ალესანდრა პროსდოსიმო (იტალია)

2 ჯოვანა სოჩიმარო (გერმანია)

3 მარინა ოლარტე (საფრანგეთი)

3 გაბრიელა ვილემსი (ბელგია)

78 კგ

1 ანა მარია ვაგნერი (გერმანია)

2 ჟასმინ ლესტერჰუისი (ჰოლანდია)

3 ვალენტინ მარჩანდი (საფრანგეთი)

3 ჯიორჯია სტანჯერლინი (იტალია)

+78 კგ

1 ჟულია ტოლოფუა (საფრანგეთი)

2 მერსედეს სზიგეტვარი (უნგრეთი)

3 სებილე აკბულტი (თურქეთი)

3 ანა გუშინა (რუსეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11821