ფეხბურთი

21:11 | 31.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგა ბრწყინვალე დუბლით გახსნა (+VIDEO)

როგორც იქნა ჯანო ანანიძე ათამაშდა. სამი დღის წინ ქართველმა შემტევმა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ულამაზესი გოლი შეაგდო და ეს შემთხვევითობა სულაც არ ყოფილა - ამაში ჯანომ დღეს დაგვარწმუნა, როდესაც რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ორი გოლი გაიტანა და თანაც, ერთმანეთზე უკეთესი.

ანანიძემ ტულას "არსენალის" კარი აიღო. ჯერ მე-6 წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მოჭრილი დარტყმით ლამაზად გადაგზავნა სტუმართა კარში. კიდევ უფრო ფანტასტიური გამოდგა მეორე გოლი - 34-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა 30 მეტრიდან მარჯვენა მაღალ კუთხეში ჩააჭედა. ასეთ კარგ ფორმაში ანანიძე კარგა ხანია არ ყოფილა და იმედია, ასეც გააგრძელებს. "სპარტაკის" მე-7 ნომერმა მოედანზე 60 წუთი გაატარა და მერე ბრაზილიელი ფერნანდო გამოჩნდა მინდორზე. უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება - "სახალხო გუნდმა" 4:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123454