ძიუდო

22:27 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოდიუმზე მხოლოდ ნაგლიაშვილი ავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა თორნიკე ნაგლიაშვილმა ბერლინში დღეს დაწყებულ ასაკობრივ საერთაშორისო ტურნირზე – ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 19 წლის ძიუდოისტმა, რომელიც 21-წლამდელთა შორის ევროპის 2-გზის პრიზიორია (2014 წელს 55 კილოგრამში ვერცხლი და 2015 წელს, 60 კილოგრამში ბრინჯაო), ახალ წონაში შვიდი შეხვედრა ჩაატარა და ექვსში იმარჯვა. ძირითად ბადეში ნაგლიაშვილმა ფრანგი დანიელ ჟანისა და მოლდოველი რომან პოგრებანის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, მერვედფინალში თურქ ბილალ ჩილოღლუსთან ოთხი გაფრთხილებით წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კიდევ ოთხი სუფთა გამარჯვება მოიპოვა – გერმანელ მიხაელ ადამთან, შვეიცარიელ მარკო პაპასთან, უზბეკ აზამატ მატიაკუბოვთან და ებრაელ იარინ მენაგედთან.

თორნიკე ნაგლიაშვილი ბერლინის ევროპის თასის პოდიუმზე მეორედ ავიდა. პირველად ეს შარშანწინ შეძლო. მაშინაც ბრინჯაოს დაეუფლა, ოღონდ 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

დღეს ევროპის თასზე ვაჟთა და გოგონათა შორის ოთხ-ოთხ წონაში შეივსო სამეულები. ნაგლიაშვილის გარდა კონკურენციაში ჩაებნენ: ირაკლი კუპატაძე, დავით გეჯაძე (ორივე 60 კგ), რობინზონ ბეგლარაშვილი, ბაჩუკი ჭიკაიძე (ორივე 66 კგ), ნინო მგელაძე, სალომე მარგიანი (ორივე 52 კგ), მარიამ ჯანაშვილი, ხატია ჯანაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი (სამივე 57 კგ), მაგრამ მედლისთვის ბრძოლის შანსი ყველამ დილის პროგრამაშივე დაკარგა. არაოფიციალურ საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩასაწერი ქულა მხოლოდ ლიპარტელიანმა აიღო, მე-7 ადგილის დაკავებით.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ-ოთხ წონაში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: გიორგი კაციაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი ქურდიანი (ოთხივე 81 კგ), ონისე სანებლიძე (90 კგ), დავით ოზბეთელაშვილი (100 კგ), გურამ ქოსმენაშვილი (+100 კგ) და ელისო სისაური (70 კგ).

ძიუდო

ევროპის თასი

ახალგაზრდები

ბერლინი

30 ივლისი

ვაჟები

55 კგ

1 მაქსიმ მერლინი (საფრანგეთი)

2 კარამატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

3 ნარიმან აჰმადოვი (აზერბაიჯანი)

3 ნატიგ გურბანლი (აზერბაიჯანი)

60 კგ

1 რომარიკ ვენდ-იამ ბუდა (საფრანგეთი)

2 ჟოლან ფლორიმონტი (საფრანგეთი)

3 დანიელ ბენ დავიდი (ისრაელი)

3 უღურჩან ზეჰირი (თურქეთი)

66 კგ

1 ჯოვანი ესპოზიტო (იტალია)

2 ნილს სტამპი (შვეიცარია)

3 თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო)

3 ბილალ ჩილოღლუ (თურქეთი)

73 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2 ალექსანდრ კოლესნიკი (რუსეთი)

3 შამილ ჯავბატიროვი (გერმანია)

3 მუსო სობიროვი (უზბეკეთი)

გოგონები

44 კგ

1 ელისა ადრასტი (იტალია)

2 ვლადლენა ზერშიკოვა (რუსეთი)

3 სიტორა ბოიმატოვა (რუსეთი)

3 ლუის პეტიტი (ბელგია)

48 კგ

1 დარია პიჩკალევა (რუსეთი)

2 რეკა პუპი (უნგრეთი)

3 გულკადერ სენტურკი (თურქეთი)

3 მარია სიდეროტი (ბელარუსი)

52 კგ

1 ასტრიდ ნეტო (საფრანგეთი)

2 კორალინ მარკუს ტაბელიონი (საფრანგეთი)

3 მირიამ ბლავიერი (ბელგია)

3 მარიანა ესტევესი (პორტუგალია)

57 კგ

1 ანა დაბროვსკა (პოლონეთი)

2 სტეფანია ადელინა დობრე (რუმინეთი)

3 იულია კოვალჩიკი (პოლონეთი)

3 ლარისა კრაველი (ჰოლანდია)

7 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)

Loading...
0.157385