ფეხბურთი

22:05 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიამ "ნიუკასლის" კარი დალაშქრა (+VIDEO)

ქართველების არნემის "ვიტესი" განაგრძობს წინასასეზონო მზადებას. არნემელებმა მორიგი ამხანაგური მატჩი ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ "ნიუკასლ იუნაიტედთან" გამართეს და 2:3 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ 62-ე წუთზე ინგლისელთა კარში გოლის გატანა ქართველმა გურამ კაშიამ მოახერხა - მან მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. "კაჭკაჭები" შეხვედრის მიმდინარეობისას 3:0 იგებდნენ, მაგრამ ჰოლანდიურმა გუნდმა დიდი ანგარიშით მარცხი თავიდან აირიდა.

"ვიტესის" კაპიტანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. მის მსგავსად სასტარო შემადგენლობაში იყო ვაკო ყაზაიშვილიც, თუმცა მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი დაჰყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117953