ფეხბურთი

1:20 | 31.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი პსჟ-ში რჩება

იტალიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ ფრანგულ კლუბს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არ დატოვებს.

ევროპული გამოცემების ცნობით, ვერატით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული. Le Parisien-ი იტალიელის მომავლით დაინტერესდა, რაზეც ვერატიმ შემდეგნაირად უპასუხა: "დიახ. ეს საკითხი მე და კლუბმა ბევრჯერ განვიხილეთ. უკვე ოთხი წელია რაც აქ ვარ. მეხუთე სეზონი იწყება და მანამდე მინდა პსჟ-ში ვიყო, სანამ ჩემპიონთა ლიგას არ მოვიგებთ. ესაა ჩემი მიზანი."

ვერატი პარიზელებმა 2012 წელს "პესკარადან" დაიმატეს. მას შემდეგ ფეხბურთელმა ლიგა 1 ოთხჯერ მოიგო. მარკო ყველა ტურნირზე ჯამში 157 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126556