ფეხბურთი

21:40 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარპინი: "ანანიძეს ტოპ ფეხბურთელობა შეუძლია"

მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა, რომელიც ამჟამად ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, ლარნაკას “აეკთან” მატჩის შემდეგ ქართველი ჯანო ანანიძის თამაში შეაფასა.

მისი განცხადებით, ჯანოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტოპ ფეხბურთელი გახდეს:

“არაა ბევრი ფეხბურთელი ისეთი ფაქტურითა და ნიჭით დაჯილდოვებული, როგორც ანანიძე – მას შეუძლია ტოპ მოთამაშე გახდეს, რადგან ამისათვის ყველანაირი სტანდარტი აქვს”, - თქვა ერთ-ერთ რუსულ ტელეარხთან საუბრისას კარპინმა.

შეგახსენებთ, დღეს “სპარტაკმა” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ლარნაკაში ჩაატარა, სადაც ადგილობრივ “აეკს” დაუზავდა (1:1). ჯანომ კი, მატჩის 38-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა. მან მოედანზე 72 წუთი დაჰყო, ხოლო მის ნაცვლად თამაშში რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე ჩაერთო.

0.125426