ფეხბურთი

17:17 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე სამშობლოში არ დაბრუნდება

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და რომის „ლაციოს“ ყოფილი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა, სამშობლოში არ დაბრუნდება.

38 წლის ვეტერანით მისი მშობლიური კლუბი, „კაიზერსლაუტერნი“ იყო დაინტერესებული, თუმცა Sky Germany-ს ცნობით, თავად ფეხბურთელს კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს.

კლოზეს ვარიანტები ამერიკიდან და ჩინეთიდან აქვს. მან იტალიის ჩემპიონატში „ლაციოს“ მაისურით 55 გოლი გაიტანა, ბუნდესლიგაში: „კაიზერსლაუტერნის“, „ვერდერის“ და „ბაიერნის“ შემადგენლობაში - 121,ხოლო ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშისას - 71.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113244