სხვა

23:02 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოცდარვიდან ექვსამდე შეამცირეს

ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (FISA) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე 28 რუსი ოლიმპიელიდან ასპარეზობის უფლებას მხოლოდ ექვსს მისცემს.

აი, დანარჩენი 22 რუსი ნიჩბოსანი კი იმ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ცნობილი დოპინგ-სკანდალის შემდეგ შეიმუშავა.

საინტერესოა, რომ რეალურად რუსეთის ნიჩბოსნობის დელეგაცია ბრაზილიაში 4 სპორტსმენით თუ წავა, რადგანაც ახალი რეალიების გათვალისწინებით, რუსებს ერთი 4-კაციანი ნავის დაკომპლექტების მეტი, სხვა საშუალება არ აქვთ.

აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსეთის ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვენიამინ ბუტმა გააკეთა: “ეს უბრალოდ დამცირებაა. საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილების გამო შოკში ვარ. დანებებას არ ვაპირებთ და ბრძოლას გავაგრძელებთ, რათა სრული დელეგაციით დაგვიშვან. 6 ნიჩბოსნიდან მხოლოდ 1 ნავის შექმნას მოვახერხებთ, ამგვარად, 2 დანარჩენი ბრაზილიაში უბრალოდ არ წავა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113497