“გრანდ სლემის” ტურნირების 17-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს. შვეიცარიელი ჩოგბურთელის განცხადებით, მას მუხლის ტრავმა აწუხებს და სეზონის ბოლომდე კორტზე ვეღარ გავა.
“დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ რიოს ოლიმპიადის გამოტოვება მომიწევს და ვერც სეზონის სხვა ტურნირებზე ვითამაშებ. ეს მძიმე გადაწყვეტილება ექიმებთან და ჩემი გუნდის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე. წლის დასაწყისში მუხლზე გაკეთებული ოპერაციის გამო, ახლა, ინტენსიური რეაბილიტაცია მჭირდება”, - აღნიშნა როჯერმა.







