ფეხბურთი

14:13 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა "მილანში" ითამაშებს

ვეტერანი ესპანელი მცველი ალვარო არბელოა კარიერას იტალიურ “მილანში” გააგრძელებს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს. როგორც აპენინური მედია იტყობინება, მხარეებს შორის ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია და 33 წლის პირინელი უახლოეს დღეებში კონტრაქტს ხელს მოაწერს.

არბელოა “მილანთან” ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, თუმცა მხარეებს თუ სურვილი ექნებათ, იგი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. ალვარო თავისფული აგენტია და შესაბამისად, “როსონერიმ” მისი ყიდვა უფასოდ მოახერხა.

არბელოა 2009 წლიდან მოყოლებული მადრიდის “რეალში” თამაშობდა, რომლის მაისურიც ამ ხნის განმავლობაში 234 თამაშში მოირგო და 6 გოლის გატანა შეძლო. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში კი მას 58-ჯერ უთამაშია – ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ერთხელ მსოფლიოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115868