ძიუდო

11:08 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო და ბრინჯაოები ევროპის თასიდან

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა კობა მჭედლიშვილმა პრაღაში გამართულ ევროპის თასზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივეში იმარჯვა და ჩემპიონი გახდა. იმავე წონაში, ტრისტან მოსახლიშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ქალთა შორის კი მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) ავიდა პოდიუმის მესამე საფეხურზე. საქართველოს ნაკრები ჩეხურ ტატამზე სულ ხუთი სპორტსმენით გავიდა და საპრიზო სამეულს მიღმა მხოლოდ გიგა გიგაური (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დარჩნენ.

მჭედლიშვილმა ფინალის გზაზე გერმანელი ტიმო კაველიუსი, ყირგიზი ერლან შეროვი, უკრაინის ნაკრების წევრი გრაჩიკ ავაგიანი და აზერბაიჯანელი რუფატ ისმაილოვი ჩამოიშორა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი გერმანელ მარტინ მატიასს 2 წუთსა და 41 წამში მოუმთავრა საქმე და უფროსებს შორის პირველი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა. 19 წლის სპორტსმენი აქამდე ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივ პირველობებზე იხვეჭდა მედლებს.

ტრისტან მოსახლიშვილი ძირითად ბადეში იტალიელი გაეტანო პალუმბოს, გერმანელი ელიას ფრანკისა და უკრაინის ნაკრების წევრ რეზო მესაბლიშვილის ძლევის შემდეგ ნახევარფინალში გავიდა. ერთი გამარჯვებაც და 81 კილოგრამი ქართული ფინალით დაგვირგვინდებოდა, მაგრამ მარტინ მატიასთან წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ესტონელი გერმან დურანი სამ წუთში გააკრა ტატამს.

მარიამ ჯანაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ოქრო-ვერცხლის შანსი უმალ დაკარგა, თურქ ირემ კორკმაზთან მარცხით. ბრინჯაოს ფრონტზე კი ბრწყინვალედ იჭიდავა - უნგრელი სზოფი ოზბასის, ავსტრიელი პამელა დენის ნეუბაუერის, გერმანელი ლეა მარკლოფისა და კიდევ ერთი ავსტრიელი ოლივია ტარონჩერის დასამარცხებლად მთლიანად 4 წუთი იკმარა.

ევროპის თასზე მონაწილეობა 35 ქვეყნის 391-მა ძიუდოისტმა მიიღო. ქალთა შორის, 78 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი მხოლოდ ორი ძიუდოისტი აღმოჩნდა: გერმანელი სარა მაეკელბურგი და ჩეხი დომინიკა მალკოვა და ოქროს მედლის ბედი მათმა სამმა ურთიერთშეხვედრამ გადაწყვიტა, მაეკელბურგის სასარგებლოდ.

ძიუდო

ევროპის თასი

პრაღა

23-24 აგვისტო

ვაჟები

55 კგ

1 კარამატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

2 ნარიმან აჰმადოვი (აზერბაიჯანი)

3 ნატიგ გურბანლი (აზერბაიჯანი)

3 ვლად ლუნკანი (რუმინეთი)

60 კგ

1 დენისლავ ივანოვი (ბულგარეთი)

2 ტოფიგ მამადოვი (აზერბაიჯანი)

3 მიკიტა ბარისევიჩი (ბელარუსი)

3 ჩანიონგ კიმი (სამხრეთ კორეა)

66 კგ

1 ბილალ ჩილოღლუ (თურქეთი)

2 დმიტრი მინკუ (ბელარუსი)

3 ბოგდან იადოვი (უკრაინა)

3 ნილს სტამპი (შვეიცარია)

73 კგ

1 ჰეონჩეოლ კანგი (სამხრეთ კორეა)

2 გევორქ მანუკიანი (სომხეთი)

3 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

3 ალექსანდრუ რაიკუ (რუმინეთი)

81 კგ

1 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)

2 მარტინ მატიასი (გერმანია)

3 ტრისტან მოსახლიშვილი (საქართველო)

3 რუფატ ისმაილოვი (აზერბაიჯანი)

90 კგ

1 იგორ ვარაპაიუ (ბელარუსი)

2 ასლან მირზაიევი (აზერბაიჯანი)

3 ოლექსანდრ კრუკი (უკრაინა)

3 აზარ იაგუბოვი (აზერბაიჯანი)

100 კგ

1 აარონ ფარა (ავსტრია)

2 დანიელ ცორნი (გერმანია)

3 იოჰანეს ფრეი (გერმანია)

3 ოტო კრისტერ იმალა (ესტონეთი)

+100 კგ

1 სტეფან ჰეგი (ავსტრია)

2 ჯაეგუ იუნი (სამხრეთ კორეა)

3 ზარკო კულუმი (სერბეთი)

3 ანდრეს ფელიპე მორენო (იტალია)

ქალები

44 კგ

1 ბრიგიტა ვარგა (უნგრეთი)

2 მირეია ლაპუერტა კომასი (ესპანეთი)

3 ჩიჩეკ აკიუზი (თურქეთი)

3 ფატიმა ბერინგერი (უნგრეთი)

48 კგ

1 რეკა პუპი (უნგრეთი)

2 გულკადერ სენტურკი (თურქეთი)

3 შეჰნაზ გუზი (თურქეთი)

3 ლაურა მარტინეს აბელენდა (ესპანეთი)

52 კგ

1 ანია შტანგარი (სლოვენია)

2 ირემ კორკმაზი (თურქეთი)

3 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)

3 მერვე ტასი (თურქეთი)

57 კგ

1 ილაიდა სეისი (თურქეთი)

2 ულიანა მინენკოვა (ბელარუსი)

3 კატრინ შოპერი (გერმანია)

3 მარია სკორა (უკრაინა)

63 კგ

1 მარი შარლოტ კლოზე (გერმანია)

2 ანტონია ფრეიტაგი (გერმანია)

3 ჰანა კუხარუკი (უკრაინა)

3 ანდრეა ლესკი (სლოვენია)

70 კგ

1 ალექსანდრა სამარჯიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)

2 სარა როდრიგესი (ესპანეთი)

3 ალინა ბოემი (გერმანია)

3 მიხაელა პოლერესი (ავსტრია)

78 კგ

1 სარა მაეკელბურგი (გერმანია)

+78 კგ

1 სებილე აკბულუტი (თურქეთი)

2 ვასილინა კირიჩენკო (უკრაინა)

3 მაქსიმე ბრაუსვეტერი (გერმანია)

3 მიშელ გოშინი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113606