News

11:04 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივისა" და "საბურთალოს" ტესტ-მატჩები

თბილისის "ლოკომოტივმა" საკონტროლო მატჩი გამართა ავსტრიაში და ისრაელის "მაკაბი ფეთაჰ თიკვასთან" 0:0 დაასრულა. "ლოკომოტივს" აკლდა ორი ფეხბურთელი, რომლებსაც ტრავმა აწუხებთ: გავაშელიშვილი და კუხიანიძე.
ლოკომოტივი: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, მახარაძე, ხიდეშელი, ფოფხაძე, დიასამიძე, კლიმიაშვილი, უბილავა, არდაზიშვილი, ზარანდია, ცხადაძე
სათადარიგოები: თევდორაძე, ჭანტურია, გეთიაშვილი, ქიქავა, კიკნაძე, კიკაბიძე, დარციმელია, წივწივაძე, გაბაძე, მზევაშვილი, ჩაგელიშვილი, სამურკასოვი
26 ივლისს "ლოკო" თურქულ "ქასიმფაშას" ეთამაშება.
"საბურთალომ" კი გუშინ ორი ტესტ-მატჩი გამართა - რა თქმა უნდა, სხვადასხვა შემადგენლობებით. პაბლო ფრანკოს გუნდმა დილით მაკედონიის უმაღლესლიგელ "პელისტერთან" 0:0 ითამაშა, ხოლო საღამოს სომხურ "განძასარს" გაეჯიბრა და 0:2 წააგო. ამით საბურთალოელებმა ბულგარული შეკრება დაასრულეს.
შემადგენლობა "პელისტერთან": გოშაძე, სოფრომაძე, ხუბაშვილი, გრიგალაშვილი, ნადარაია, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, გვარაძე (ალთუნაშვილი), ლაკვეხელიანი, შიმი, გოშთელიანი.
შემადგენლობა "განძასართან": ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, კარასკო, ჩაბრაძე, ელვინ ტერა, ხარაიშვილი, ცაცკრიალაშვილი, რუხაძე, ბუხაიძე, გარსია პენა.

0.159782