ფეხბურთი

18:33 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფას პრეზიდენტობის სამი კანდიდატი

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია უეფამ დაადასტურა, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - მიქაელ ვან პრააგი, ანხელ მარია ვილიარი და ალექსანდერ სეფერინი.

წინა პრეზიდენტი მიშელ პლატინი ოფიციალურად ამა წლის მაისში გადააყენეს, მას შემდეგ რაც მისმა საჩივარმა შედეგი არ გამოიღო და საფეხბურთო საქმიანობისგან 4 წლით მოკვეთის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

უეფას პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ანხელ მარია ვილიარია, რომელსაც კონკურენციას ნიდერლანდების სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიქაელ ვან პრააგი და სლოვენიის საფეხბურთო ასოაციაციის თავკაცი ალექსანდრ სეფერინი გაუწევენ. არჩევნები 14 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103134