ფეხბურთი

11:20 | 22.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ ისევ ჯარიმით გაიტანა (+VIDEO)

დონეცკის "შახტარის" 21-წლამდელთა გუნდში თავი გოლით გამოიჩინა გიორგი არბაიძემ. უკრაინის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველივე ტურში დონბასელებმა "ზვეზდა" 6:0 გაანადგურეს, ხოლო გიორგიმ მეოთხე გოლის შეგდება მოახერხა მათ კარში.

აღსანიშნავია, რომ არაბიძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა. რაც შეეხება გოლს, იგი ზუსტად ერთ წუთში გაიტანა მოედანზე შესვლიდან. ქართველმა შემტევმა მეტოქის კარის აღება ეფექტური საჯარიმოთი მოახერხა.

შეგახსენებთ, გუშინვე "შახტარის" მთავარმა გუნდმა არაბიძე უკრაინის პრემიერლიგის განაცხადს დაამატა და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც შეიყვანოს.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.124969