ფეხბურთი

16:24 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვარანმა „მანჩესტერს“ უარი უთხრა

მადრიდის „რეალის“ ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა იუარა.

23 წლის ფრანგის ტრანსფერის ინიციატორი „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იყო, რომელიც მას „სამეფო კლუბში“ მუშაობიდან კარგად იცნობს. მაგრამ ვარანმა უარი თქვა.

როგორც გაირკვა, უარის მთავარი მიზეზი ზინედინ ზიდანი აღმოჩნდა. რაფაელს მოსწონს თანამემამულესთან მუშაობა და მასთან დაშორება არ ისურვა. „მანჩესტერი“ და კიდევ ორი ინგლისური კლუბი, მზად იყო ვარანის ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაეხადა. მას „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114158