ფეხბურთი

14:19 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„სევილია“ გამეიროს ყიდის

ესპანური „სევილიას“ ფრანგმა თავდამსხმელმა კევინ გამეირომ შესაძლოა გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს.

სევილიელები მზად არიან 29 წლის ფეხბურთელს დაშორდნენ, თუ მის ტრანსფერში 40 მილიონ ევროს გადაიხდიან. პოტენციურ მსურველებად კატალონიური „ბარსელონა“ და ფრანგული პსჟ სახელდებიან.

გამეირო პსჟ-ში 2011-2013 წლებში თამაშობდა და სწორედ იქიდან გადავიდა „სევილიაში“. გასულ სეზონში ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ 31 მატჩში მან 16 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116943