ფეხბურთი

13:20 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ჰალ სიტიმ“ დოუსონი 3 თვით დაკარგა

„ჰალ სიტის“ გამოცდილმა მცველმა მაიკლ დოუსონმა მუხლის მყესების სერიოზული ტრავმა მიიღო და ინგლისის პრემიერშიპის საწყის ტურებს გამოტოვებს.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, სტივ ბრიუსის გუნდის კაპიტანს უახლოესი 6 კვირა სპეციალური სახვევის ტარება მოუწევს, რის შემდეგაც დაახლოებით 6 კვირა რეაბილიტაციას დაჭირდება და ჯამში 3 თვე გაუცდება.

სეზონი ჯერ არ დაწყებულა და „ჰალ სიტისთვის“ ეს მეოთხე სერიოზული დანაკლისია. აქამდე გუნდმა დაახლოებით ნახევარი წლით მეკარე ალან მაკგრეგორი, მცველი ალექს ბრიუსი და ნახევარმცველი მოზეს ოდუბაჯო დაკარგა. „ვეფხვების“ მეკარეს ოპერაცია ზურგზე ჩაუტარდა, მთავარი მწვრთნელის შვილს ტერფის ძვალზე წანაზარდი მოაშორეს, ხოლო 22 წლის ოდუბაჯომ მუხლის მყესები გაიწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11104