ჩოგბურთი

18:23 | 20.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ნახევარფინალისთვის იბრძოლებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიულ კიცბიუელში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) მეოთხედფინალში გააღწია.

ბასილაშვილმა ჩეხი ლუკაშ როსოლის ძლევის შემდეგ, მერვედფინალში ჰოლანდიელ იგორ სისლინგს 6:4, 4:6, 6:2 სძლია და 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

მეოთხედფინალში ნიკოლოზის მეტოქე ჩეხი ადამ პავლაშეკი იქნება, რომელმაც მე-3 ნომრად განთესილ ესპანელ მარსელ გრანოლერს 6:2, 6:4 სძლია.

ცნობისთვის, GENERALI OPEN-ზე გამარჯვებული ჩოგბურთელი 250 ქულას მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.186427