ფეხბურთი

10:44 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსული დოპინგ-სკანდალით ფიფაც დაინტერესდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსი სპორტსმენების გარშემო ატეხილ დოპინგ-სკანდალს დღეს განიხილავს და არაა გამორიცხული, ამ ქვეყნის წარმომადგენლებს რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალონ.

პარალელურად, ფიფა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომელიც ამ საქმეში რუსეთის სპორტის მინისტრის, ვიტალი მუტკოს შესაძლო ჩართულობის საკითხის შესწავლას ეხება. საუბარია სოჭის ლაბორატორიაზე, რომელიც რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯებს აყალბებდა და ეს დიდი ალბათობით მინისტრის ჩართულობის გარეშე ვერ მოხდებოდა.

პარალელურად, ფიფა დაინტერესდა დოპინგ-სკანდალში რუსი ფეხბურთელების შესაძლო მონაწილეობით, თუმცა ჯერჯერობით რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის გადატანას არ გეგმავს:

„ფიფაWADA-ს რეკომენდაციებს ემხრობა და იზიარებს. თავის მხრივ, გამოვითხოვთ სრულ ინფორმაციას, რომელიც რუსი ფეხბურთელების მიერ დოპინგის მოხმარების ცალკეულ შემთხვევებს ეხება, რომლებზეც საუბარია მაკლარენის მოხსენებაში. როგორც კი ამ მონაცემებს მივიღებთ, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“ - წერია ფიფას ოფიციალურ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109703