ფეხბურთი

22:55 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ათი გოლი (VIDEO)

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის გასული, 2015-2016 წლების სეზონის 10 საუკეთესო გოლი გამოავლინა. საუკეთესოდ კი ტურინის "იუვენტუსის" შვეიცარიელი მცველის, სტეფან ლიხშტაინერის მიერ "გლადბახის" კარში გატანილი გოლი მიიჩნია. ლიხშტაინერმა "ბორუსიას" ერთი შეხებით გაუტანა, როცა პოლ პოგბას დიდებული გადაცემა დააგვირგვინა.

უეფას შედგენილი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. სტეფან ლიხშტაიენრი (იუვენტუსი-გლადბახი)

2. ლუის სუარესი (ბარსელონა-არსენალი)

3. ლიონელ მესი (ბარსელონა-რომა)

4. საულ ნიგეზი (ატლეტიკო-ბაიერნი)

5. ხუან კუადრადო (ბაიერნი-იუვენტუსი)

6. ალესანდრო ფლორენცი (რომა-ბარსელონა)

7. ალექსანდრ ლაკაზეტი (ზენიტი-ლიონი)

8. ოლეგ შატოვი (ზენიტი-გენტი)

9. ვიეირინია (ვოლფსბურგი-მანჩესტერი)

10. ჰალკი (ზენიტი-ლიონი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109732