ფეხბურთი

15:47 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიზიტი შტუტგარტში

13-15 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია უეფას მიწვევით გერმანიას ესტუმრა და შტუტგარტში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორ მატჩს დაესწრო. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატს უკვე თბილისი უმასპინძლებს და ახლანდელი ვიზიტის მიზანიც სწორედ ამას უკავშირდებოდა.

შტუტგარტში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა, მარკეტინგის მენეჯერი ზურაბ სუხიშვილი, მასობრივი ფეხბურთის განვითარების მენეჯერი გიორგი ახვლედიანი, ღონისძიებათა ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე, ლოგისტიკის სამსახურის უფროსი გიორგი რევაზიშვილი და ასაკობრივი ნაკრებების მედია-მენეჯერი კახა შალამბერიძე იყვნენ, რომლებიც ჯგუფური ეტაპის მატჩების გარდა, უეფას საგანგებო სემინარებსაც დაესწრნენ.

უეფას წარმომადგენელთა განცხადებით, მათ დიდი იმედი აქვთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით ღირსეულად გაართმევს თავს მომავალ ევროპის ჩემპიონატს.

სფფ-ის პრესსამსახური

თეგებისფფ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120891