ჩოგბურთი

23:30 | 17.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი კიცბიუელის ტურნირზე ითამაშებს

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც გუნდს დევისის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში დარჩენაში დაეხმარა, თბილისიდან ავსტრიაში გაემგზავრა და მომავალი კვირიდან კიცბიუელის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 520 570 ევრო) ჩაერთვება.

ბასილაშვილი პირველ წრეში მე-5 ნომრად განთესილ ჩეხ ლუკას როსოლს გაეჯიბრება. თუკი ნიკოლოზმა ეს ბარიერი დასძლია, მერვედფინალში ჰოლანდიელ იგორ სისლინგსა და ფრანგ კენი დე შეპერს შორის უმჯობესს ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09559