ფეხბურთი

20:28 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაზელმა" კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "რივერ პლეიტის" ყოფილი მცველი ედერ ფაბიან ალვარეს ბალანტა "ბაზელში" იასპარეზებს. როგორც შვეიცარიული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ბალანტამ ევროპულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სამხრეთამერიკელმა არგენტინულ გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი და ლიბერტადორესის თასი მოიგო. ედერმა "რივერ პლეიტში" თამაშის დროს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებაც მიიქცია და კოლუმბიის მაისურით მოედანზე სულ 6 მატჩში გამოჩნდა, მათ შორის 2014 წლის მსოფლიოს თასზე იაპონიასთან 90 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112036