ფეხბურთი

20:06 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკერინი "ნაპოლის" დაუახლოვდა

"სანდერლენდის" საკუთრებაში მყოფი იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ემანუელე ჯაკერინი შესაძლოა მომდევნო სეზონში კვლავ სერია A-ში ვიხილოთ. როგორც ბრიტანული Northen Echo იუწყება, უახლოეს მომავალში ფეხბურთელი "ნაპოლის" რიგებს შეუერთდება.

ჯაკერინი, რომლის კონტრაქტს ვადა "შავ კატებთან" მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, შესაძლოა იტალიელებმა 1.5 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატონ. ემანუელე ინგლისში "იუვენტუსიდან" 2013 წელს გადავიდა და ორი სეზონის შემდეგ კლუბმა "ბოლონიაში" გაანათხოვრა, სადაც გასულ სეზონში 28 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ნახევარმცველმა იტალიის ნაკრებში თამაში დაიმსახურა და ანტონიო კონტემ ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა, სადაც ფეხბურთელმა ხუთიდან 4 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ჯგუფურ ეტაპზე ბელგიასთან გოლი გაიტანა, ხოლო ესპანეთთან საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112936