ფეხბურთი

11:59 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კლუივერტი პსჟ-ში იმუშავებს

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტი საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” სპორტულ დირექტორად იმუშავებს. ამის შესახებ პარიზული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს.

“ჩემთვის საამაყოა ისეთ ევროპულ გუნდში დაბრუნება, როგორიც “პარი სენ ჟერმენია”. ჩემი მიზანი აქ ტიტულების მოგებაა მთელ შტაბთან ერთად. პსჟ-ში მოსვლა “აიაქსის” დამსახურებაცაა და მინდა მას მადლობა გადავუხადო. ეს არის გუნდი, რომელმაც ყველაფრის საშუალება მომცა და მუდამ ნდობას მიცხადებდა”, - განაცხადა კლუივერტმა ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.

პატრიკ კლუივერტი აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობით დაკავდა და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060297