ფეხბურთი

23:46 | 14.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" შესაძლოა ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატოს

კიევის "დინამომ" შესაძლოა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "პორტუს" მცველი ბრუნო მარტინს ინდი დაიმატოს. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიურმა A Bola-მ გაავრცელა. უკრაინის ჩემპიონები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ბრუნო "დრაკონებს" 2014 წელს "ფეინოორდიდან" შეუერთდა და ჰოლანდიელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ 7.7 მილიონი ევრო მიიღეს. გასულ სეზონში მარტინს ინდიმ 34 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე კი შეუცვლელად თამაშობდა. ჯერჯერობით უცნობია, "პორტუს" და ფეხბურთელის პოზიცია "დინამოს" წინადადებაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113062