ფეხბურთი

16:14 | 14.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძის გოლი და მიზანი: "ევროპის ლიგის ჯგუფი" (+VIDEO)

სანდრო კობახიძემ უკრაინული "ვორსლას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ეს მოხდა უნგრულ "ზალაეგერშეგთან" ამხანაგური მატჩის პირველივე წუთზე.

კობახიძემ მეტოქის საჯარიმოდან ხუთიოდ მეტრში მიიღო ბურთი, წინ წაიღო და მცველი შეცდა, შემდეგ "ვორსკლას" ფეხბურთელმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა სანდრო და მანაც ზუსტად დაარტყა 15-16 მეტრიდან. შეხვედრა 4:0 დასრულდა.

"ვორსკლა" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და 29 წლის ქართველს მიზნად აქვს, რომ გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. საამისოდ კი ორი ეტაპის გადალახვაა საჭირო.

"ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ვეცდებით, ხოლო რაც შეეხება უკრაინის ჩემპიონატს, რაც შეიძლება მაღალი ადგილი უნდა დავიკავოთ".

შეგახსენებთ, კობახიძე "დნიპროდან" გადავიდა "ვორსკლაში".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115506