ჭადრაკი

0:14 | 14.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტრადიციული ტურნირი ფოთში

ფოთში სტარტი აიღო ტრადიციულმა XI საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა. ასპარეზობა 10 ტურნირად (8 კლასიკურ ჭადრაკში, 2 ელვისებურში) გაიმართება და საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.

სულ, ფესტივალში მონაწილეობას 11 ქვეყნის 400-ზე მეტი მოჭადრაკე მიიღებს. უძლიერეს A ტურნირში ფავორიტებად რუსი ბორის სავჩენკო (2633) და უკრაინელი ალექსანდერ ზუბოვი (2614) ითვლებიან, ქართველთაგან საუკეთესო რეიტინგი კი გიგა ყუფარაძეს (2445), ნინო ხურციძეს (2413) და დავით ლომსაძეს (2364) აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114957