წლევანდელ “ამერიკის ღია პირველობაზე” “დიდი სლემის” ტურნირების ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი იქნება - 46.3 მილიონი ამერიკული დოლარი. აღნიშნული თანხა შარშანდელთან შედარებით 4 მილიონითაა გაზრდილი (42.3).
“ამერიკის ღია პირველობის” გამარჯვებული 3.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ტურნირის პირველ წრეში გამოთიშვის შემთხვევაში ჩოგბურთელი 43 300 დოლარს მიიღებს.
“ამერიკის ღია პირველობა” 29 აგვისტოს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება.







