ფეხბურთი

18:57 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლიოვი ბუნდესნაკრებში მუშაობას აგრძელებს

გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ისევ იოაჰიმ ლიოვი გაწვრთნის. ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. ლიოვი ბუნდესნაკრებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2018 წლის მუნდიალის ჩათვლით უხელმძღვანელებს.

“ჩვენთვის ნამდვილი იმედგაცრუება იყო ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალიდან გამოვარდნა. ევრო 2016-ზე ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვიყავით და ამ ფეხბურთელებში უდიდეს პოტენციალს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, მათ დიდი გამარჯვებები წინ აქვთ. ყველაფერს გავაკეთებებთ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გზაზე”, - განაცხადა ლიოვმა.

იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2006 წლის ზაფხულიდან მოყოლებული წვრთნის და წარმატებითაც. მის ხელში გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ამასთან, ერთხელ მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ევროპის სამი ჩემპიონატიდან ორჯერ ნახევარფინალში გააღწია, ერთხელ კი ფინალში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114909