კალათბურთი

19:11 | 11.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

დანკანმა კარიერა დაასრულა

40 წლის ტიმ დანკანმა კარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დანკანი “სან ანტონიომ” 1997 წელს დრაფტზე აირჩია და ტეხასელთა მაისურით 19 სეზონი ჩაატარა. მან გუნდთან ერთად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 5-ჯერ მოიგო (1999, 2003, 2005, 2007, 2014). ტიმი სამგზის ფინალების საუკეთესო მოთამაშეა, რეგულარული ჩემპიონატის 2-გზის საუკეთესო კალათბურთელი, 15-ჯერ “ოლ სტარზე” აქვს ნათამაშები.

კარიერის განმავლობაში დანკანმა 1392 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ ერთ მატჩში 19 ქულას, 10.8 მოხსნას, 3 პასს და 2.2 ბლოკს აკეთებდა. ნბა-ს ისტორიაში მას პლეი-ოფებში ყველაზე მეტი 9370 წუთი აქვს ნათამაშები. დანკანს რეგულარულ სეზონში 26 496 ქულა ჩაუგდია, ამ მაჩვენებლით ფორვარდი მე-14 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110361