ფეხბურთი

10:32 | 11.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიამ "ურალში" პირველად ითამაშა

გიორგი ჭანტურიამ პირველად ითამაშა რუსეთის "ურალში". მისმა გუნდმა ამხანაგურში 0:1 წააგო სლოვენიის "რუდართან". ჭანტურიამ მეორე ტაიმში ითამაშა.

"ურალის" მთავარ გუნდში ორიოდე თვის წინ დააწინაურეს ნახევარმცველი რეზო ღავთაძე, რომელიც 20 წლისაა. ის "ურალის" 21-წლამდელებში გამოდიოდა. "რუდართან" მანაც შეცვლაზე ითამაშა. ღავთაძე რუსეთის მოქალაქე გახლავთ.

ყაზანის "რუბინმა" 2:0 სძლია ჩეხეთის "სპარტას". საბა კვირკველიამ 67-ე წუთიდან ითამაშა.

"ფრაიბურგმა" 9:1 გაანადგურა გერმანიის ქვედალიგელი "მარხი". ლუკა ჰუფნაგელი სასტარტოში იყო, თუმცა მე-15 წუთზე შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068801