ავტოსპორტი

0:53 | 10.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ჰონდამ“ ბრიტანული ეტაპისთვის ძრავი გააუმჯობესა

„ჰონდამ“ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის დიდ პრიზზე, „მაკლარენი“ გაუმჯობესებული ძრავებით ასპარეზობს. იაპონური კომპანიის ცნობით, გაუმჯობესება ამჯერადაც ძალური დანადგარის მთავარ კომპონენტს - შიდაწვის ძრავს ჩაუტარდა, რაზეც „ჰონდამ“ მის ხელთ არსებული 12-დან მხოლოდ ორი პირობითი ქულა, ეგრეთ წოდებული ტოკენი (ჟეტონი) გამოიყენა.

„ჰონდამ“ ძრავს პირველი მოდიფიკაცია კანადური ეტაპისთვის ჩაუტარა. მაშინ ტურბოკომპრესორის ტურბინა შეიცვალა. ამჯერადაც, მოდიფიკაცია მხოლოდ შიდაწვის ძრავს შეეხო. შეიცვალა შეშვების სისტემა, რომლის დახმარებითაც, ინჟინრები წვის პროცესის გაუმჯობესებას ეცადნენ, რასაც აგრეგატის სიმძლავრე უნდა გაეზარდა. რამდენით, ამას „ჰონდას“ ფ1-ის პროგრამის შეფი იუსუკე ჰასეგავა არ აზუსტებს.

„ვფიქრობ, რაც ახალი ტურბინის გამოყენება დავიწყეთ, საქმეც გამოსწორდა. კანადის და აზერბაიჯანის ეტაპები, სიმძლავრის მხრივ, ძალიან მომთხოვნია. ახლა კი ნორმალურ ტრეკებს დავუბრუნდით და ვფიქრობ, ახლა შევძლებთ იმის დამტკიცებას, რომ ჩვენს მიერ ჩატარებულ განახლებას შედეგი მოაქვს“, - ამბობს ჰასეგავა.

ავსტრიაში ჯენსონ ბატონმა მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც მისთვის სულ მეორე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც „მაკლარენის“ პარტნიორი „ჰონდა“ გახდა. დღეს კი ფერნანდო ალონსომ კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზობა შეძლო, რაც ამავე პერიოდში იშვიათად ხდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170137